რეზონანსი
20.10.2024

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას" სამეთაურო ცენტრსა და იარაღის მიწისქვეშა ობიექტზე დარტყმა მიაყენეს.

„დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა დაზვერვის მონაცემებზე დაფუძნებული დარტყმა განახორციელა „ჰეზბოლას" დაზვერვის შტაბის სამეთაურო ცენტრსა და ბეირუთში იარაღის მიწისქვეშა სახელოსნოზე", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავებმა „ჰეზბოლას" სამხრეთ ფრონტის სარდლობის მაღალჩინოსანი, ალჰაჯ აბას სალამა და დაჯგუფების კიდევ ორი წევრი გაანადგურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×