|

გახარიას პარტიის რუსთავის ორგანიზაციის აწ უკვე ყოფილმა წევრმა, ერეკლე დოლიძემ ისაუბრა იმ გარემოებებსა და პარტიის მიერ გაცემულ დაპირებებზე, რის გამოც გადაწყვიტა, "გახარია - საქართველოსთვის" დაეტოვებინა. კერძოდ, დოლიძის თქმით, მიუღებელია, რომ პარტიის საპარლამენტო სიაში აღმოჩნდა ზვიად ძიძიგური, ასევე, გიორგი გახარიამ გასცა ცრუ დაპირება თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მეტროს შესახებ, ვინაიდან სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შეჩერდა ამ ორ ქალაქს შორის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა.
"საპარლამენტო სიაში აღმოჩნდა ზვიად ძიძიგური, ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე იყო მივლინებული დეპუტატად და ვერ განახორციელა ქალაქისთვის ვერც ერთი სასარგებლო პროექტი. ასევე, რამდენიმე დღის წინ ჩამოსული იყო გიორგი გახარია, რომელმაც განაცხადა, რომ განახორციელებდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მეტროს პროექტს, ეს არის სრული სიცრუე, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შეჩერდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანი. სწორედ ამ და სხვა დაპირებების გამო, რომლებიც არის სრული სიცრუე, არ მინდა ავიღო პასუხისმგებლობა ჩემი მეგობრებისა და მოქალაქეების წინაშე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია "გახარია - საქართველოსთვის", - განაცხადა ერეკლე დოლიძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|