რეზონანსი
19.10.2024

„ძლიერ საქართველოს“ ცნობილი მხატვრები, საკუთარი შემოქმედებით უერთდებიან. „გამარჯვების პანო“ ხელოვანებმა სპეციალურად 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის შექმნეს.

40 თანამედროვე მხატვის მიერ შექმნილი „გამარჯვების პანო“ დღეს პირველად „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში გამოიფინა. პანოს შექმნაზე ხელოვანები 20 დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების საარჩევნო შტაბში მუშაობდნენ.

„გამარჯვების პანოს“ შემქმნელთა შორის არიან ქეთი მატაბელი, გია გუგუშვილი, ლევან ჭოღოშვილი, ნიკო ცეცხლაძე და სხვა ცნობილი სახელები. პროექტი განხორციელდა მხატვარ მამუკა ცუცქირიძის ინიციატივით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×