რეზონანსი
19.10.2024

ოპოზიციის დიდი ნაწილი ცდილობს, ხელოვნურად შექმნას აჟიოტაჟი, რადგან არჩევნების შემდგომი მარცხის გაპროტესტებისთვის მიზეზები სჭირდებათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა.

„მგონია, რომ აბსოლუტურად ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის ბრალდებები. მათი დიდი ნაწილი ცდილობს, ხელოვნურად შექმნას აჟიოტაჟი, რადგან არჩევნების შემდგომი მარცხის გაპროტესტებისთვის ხელოვნური მიზეზები სჭირდებათ. ოპოზიციას არავითარი არათუ მტკიცებულების, ფაქტის მითითების შესაძლებლობა არ აქვს. ასეთ პირობებში ისინი კი უსაფუძვლო, ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ.

ზოგადად, ყველა კარგად ხვდება, რომ უპრეცედენტოდ მშვიდ, ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი და ვფიქრობ, 26 ოქტომბერს რეალურად მშვიდობა გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×