რეზონანსი
19.10.2024

ერთ კვირაში არჩევნებია, პოლიტიკურ სპექტრში კი ურთიერთბრალდებები იზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ხელისუფლებას მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.

„ქართული ოცნება" ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციის, კონკრეტული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, პირადობის მოწმობების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს მშვიდობა გაიმარჯვებს.

„...ისე, რომ აბსოლუტურად ყველანაირი საფუძველი მოკლებული აქვს ასეთ ბრალდებებს, ამ პირობებში ისინი ცდილობენ, რომ შექმნან გარკვეული აჟიოტაჟი ხელოვნურად. შეგუებულები არიან ისინი მარცხს და არჩევნების შემდეგ გაპროტესტებისთვის ხელოვნური მიზეზები სჭირდებათ. მათ არ აქვთ არანაირი მტკიცებულება და ასეთ პირობებში აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს.

ყველა კარგად ხვდება, რომ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და 26 ოქტომბერს რეალურად მშვიდობა გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×