რეზონანსი
18.10.2024

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია „ჰიტლერის რაიხს“ შეადარა. 

„ნარკოკლოუნის ისტერიკა სიმპტომატურია, ეს გამოწვეულია მისივე საგარეო პოლიტიკის მარცხიდან გამომდინარე. ყველაფერი კლასიკის მიხედვითაა - მე-20 საუკუნეში ფაშისტურმა რეჟიმმაც დროთა განმავლობაში დაკარგა თანამოაზრეები. ვინც ბოროტებას თესავს, ბოროტებას მოიმკის“, - აცხადებს მედვედევი. 

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი არ დაუშვებს, რომ უკრაინის განკარგულებაში ბირთვული იარაღი აღმოჩნდეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×