რეზონანსი
18.10.2024

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტზე არ გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. მისი განცხადებით, ბრაზილიაში ჩასვლამ, შესაძლოა, სამიტის მუშაობას ხელი შეუშალოს, ასევე პრობლემები შეუქმნას ბრაზილიის პრეზიდენტს, რომელთანაც პუტინს კარგი ურთიერთობა აქვს. 

"რა, მე იქ სპეციალურად ჩავალ, რომ სამიტის მუშაობას ხელი შევუშალო?! ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ თუნდაც, რომ გამოვრიცხოთ, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ბრძანება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაკავების შესახებ, მაინც ყველა მხოლოდ ამაზე ილაპარაკებს და ამით ჩვენ შევაფერხებთ, G20-ის მუშაობას, რატომ?! " - განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მან აღნიშნა, რომ "ჩვენ ვიპოვით, ადამიანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ბრაზილიაში, ადეკვატურად მაღალ დონეზე წარმოაჩენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×