|

საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ბულინგის თემას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი და ამჯერად ყურადღების ცენტრში ჯგუფი „მგზავრები" მოექცა, რომელმაც უარი თქვა თემქის დასასვენებელი სივრცის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობაზე. როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, მომღერლებმა ვერ გაუძლეს ბულინგს, რომელსაც მათ მიმართ უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები და ცალკეული პირები ახორციელებენ.
„თემქის პარკის სახით ერთ-ერთი ულამაზეს სივრცე შეემატება თბილისს და ამას ყველა ნახავს. ბევრი ინფორმაცია მოვისმინე ამის ირგვლივ. „მგზავრებმა" საწყენია, რომ ვერ გაუძლეს მაქარაშვილების და ლომჯარიების ბულინგს. გამჭვირვალობის კანონის მიღებისას, ჩვენ თავად გამოვიარეთ ეს ბულინგი, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა.
ვინ არიან ეს ადამიანები - ამ კითხვით უნდა მივმართო სწორედ ჰერჩინსკის, ვინაიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერაა დაფინანსებული ის ორგანიზაციები, რომლის წარმომადგენლები ახორციელებდნენ ბულინგს თუნდაც ქართველი სპორტსმენების მიმართ. სპორტსმენებს კი არ ეშინოდათ პასუხის გაცემის, არამედ ისინი იცავდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს. ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ ისინი? ეს ადამიანები თავს უფლებას აძლევენ სწორედ გარე დაფინანსებებით მოახდინონ საკუთარი მოქალაქეების ბულინგი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ფაშისტები და ბოლშევიკები მეტს არაფერს აკეთებდნენ - აპირისპირებდნენ ადამიანებს ერთმანეთს, მშობლებთან და აბულინგებდნენ. ეს სიმახინჯე უნდა აღვკვეთოთ სწორედ 26 ოქტომბერს," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|