რეზონანსი
18.10.2024

ჯგუფ „მგზავ­რებ­მა" 20 ოქ­ტომ­ბერს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც მე­რი­ის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, გა­ა­უქ­მა.

„მივ­მარ­თავთ ჩვენს გულ­შე­მატ­კი­ვარს, კონ­ცერ­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პა­შია" - ნათ­ქვა­მია „მგზავ­რე­ბის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

დე­და­ქა­ლა­ქის მერი ამ­ბობს, ჯგუ­ფი „მგზავ­რე­ბის" მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­დის და მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს­მის.

ჯგუ­ფის გარ­შე­მო ატე­ხილ ამ­ბავ­ზე კო­მენ­ტა­რი, გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლის დამ, ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვილმა გააკეთა:

„ვი­ტყვი იმას, რომ „მგზავ­რებს" არც ერთ სამ­თავ­რო­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ, რაც მათი პო­ლი­ტი­კის მხარ­და­ჭე­რას გუ­ლის­ხმობს! ჯგუფს ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა­ში ჰქონ­და ტურ­ნე. 9 ნო­ემ­ბერს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში აქვთ სოლო კონ­ცერ­ტი და­გეგ­მი­ლი და თით­ქმის მთე­ლი ნო­ემ­ბე­რი ევ­რო­პა­ში ექ­ნე­ბათ კონ­ცერ­ტე­ბი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მათ სო­ცი­ა­ლურ გვერ­დებ­ზე დევს და იქ­ვეა იმ ქა­ლა­ქე­ბის სიაც, სა­დაც გა­მოვ­ლენ. ამა­ზე „ამე­რი­კის ხმას" ვრცე­ლი სი­უ­ჟე­ტი ჰქონ­და და ეს ინ­ფორ­მა­ცია ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია მო­ი­ძი­ოს.

20 ოქ­ტომ­ბერს და­გეგ­მილ მარ­შზე მივ­დი­ვარ და პო­ზი­ცია ჯგუფ­საც საკ­მა­ოდ მკა­ფიო აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი გზა ევ­რო­კავ­ში­რის­კე­ნაა მი­მა­ვა­ლი და ამას ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს. ისე მოხ­და, რომ ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და, მთავ­რო­ბამ და­ა­პო­ზი­ცი­ო­ნი­რა რო­გორც მათი მხარ­დამ­ჭე­რი კონ­ცერ­ტი, თან ისეთ დღეს, როცა ყვე­ლა მარ­შზე წას­ვლას ვა­პი­რებთ. მი­ხა­რია, რომ ჯგუფ­მა მი­ი­ღო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და კონ­ცერ­ტი გა­ა­უქ­მა. როცა ქვე­ყა­ნა ასე­თი ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხის წი­ნა­შე დგას, ვირ­ჩევთ ევ­რო­კავ­შირს და თუ რუ­სეთს, - მათ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მარ­ში ხომ ერ­თგვა­რი რე­ფე­რენ­დუ­მი­ცაა, როცა ამ­დე­ნი ხალ­ხი იქ თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად გა­მო­დის", - განუცხადა "ამბებს" დედალამაზიშვილმა.

კონცერტის გაუქმების შემდეგ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, „მგზავრების" რუსეთის არაერთ ქალაქში გამარათული კონცეტრების შესახებ, მათ შორის 2021 წელს მოსკოვში ნამღერზე. ნინი დედალამაზიშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჯგუფს რუსეთში კონცეტრი აღარ გაუმართავს.

„რო­დე­საც და­ი­წყო რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი, არც ერთი კონ­ცერ­ტი იქ აღარ ყო­ფი­ლა. მა­ნამ­დე კი, მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ... ვი­ტყვი მხო­ლოდ იმას, რომ 20 ოქ­ტომ­ბერს უნდა ვაჩ­ვე­ნოთ ის, რომ ვი­ყოთ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი, ვი­ყოთ მარ­შზე და და­ვა­ფიქ­სი­როთ ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი. ეს არის იმის და­ფიქ­სი­რე­ბა, რომ ვირ­ჩევთ ევ­რო­კავ­შირს, თუ ვბრუნ­დე­ბით რუ­სეთ­ში. რაც ბევ­რი ვიქ­ნე­ბით, ვე­რა­ვინ მოგ­ვე­რე­ვა. ეს არის ჩემი გზავ­ნი­ლი. დიახ, 20-ში უნდა ვი­ყოთ ბევ­რნი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ. რე­ა­ლუ­რი მშვი­დო­ბა, ღირ­სე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი", - განაცხადა მომღერლის დამ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×