რეზონანსი
17.10.2024

პრეზიდენტმა ლამარა მარგოშვილი და როსტომ ფარეულიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში, მექა ხანგოშვილის წიგნის “ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“ პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ლამარა მარგოშვილი ღირსების მედლით (სიკვდილის შემდეგ) ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის დააჯილდოვა. ჯილდო გადაეცა მის შვილიშვილს, დავით გაურგაშვილს.

ასევე, ღირსების მედლით დაჯილდოვდა საქართველოში კავკასიელ ხალხთა ლინგვისტური მრავალფეროვნების კვლევისათვის, კავკასიელ ხალხთა ენებისა და კულტურის სწავლებასა და წარმოჩენაში, ჩეჩნური ენის გადარჩენა-განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ლინგვისტი კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი როსტომ ფარეულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×