რეზონანსი
17.10.2024

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

შეთანხმებას სოხუმში 2024 წლის 7 მაისს მოეწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის და აფხაზეთის კომპანიებს და ფიზიკურ პირებს ერთი და იგივე შემოსავლის წყაროდან გადასახადების გადახდა ხელმეორედ არ მოუწევთ.

დოკუმენტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ის ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×