რეზონანსი
17.10.2024

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი საგანგებო განცხადება ავრცელებს:

"ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 113 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ეს ამ მოკლე პერიოდისთვის ძალიან დიდი თანხაა. 

რატომ ველოდები ლარის გაუფასურებას? საქართველოს ფინანსური სისტემა ინტეგრირებულია დასავლურ ფინანსურ სისტემასთან, პრაქტიკულად, მის ნაწილს წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა დასავლეთს და ეს ომი ეხება ყველა სფეროს, მათ შორის, ფინანსურს. გამოდის, დასავლეთისთვის ომის გამოცხადებით, „ოცნება“ ომს უცხადებს დასავლურ და ამით საკუთარი ქვეყნის საფინანსო სისტემას. ეს ყველაფერი იწვევს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და მომავალში დაბრკოლებებს შეუქმნის მის შემოდინებას. 

არჩევნების გაყალბების და „ოცნების“ მიერ ხელისუფლების უკანონოდ მითვისების პირობებში, ლარის კურსი იქნება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარიც და შესაძლოა, „გაკუპონდეს“ კიდეც. ლარის კურსი პირდაპირაა  დამოკიდებული „ოცნების“ ქმედებებზე - დარჩებიან ხელისუფლებაში?! ახლანდელი  500-ლარიანი პენსია დოლარში შეიძლება 6 ან 7 დოლარი გახდეს, ან 2027 წელს 3500-ლარიანი ხელფასის რეალური ღირებულება 100-150 დოლარი იყოს.    

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას. შეგახსენებთ, ასე იყო ადრეც, როცა საჩხერელ ფერმერებს მიუწოდა, პირადი ბანკირი აიყვანეთო.     

არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ მინდა, ყველა დავაფიქრო - თუ „ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან  საბოოლოდ გაფუჭდება , ქართველი ხალხის შემოსავლები და ხელფასები ლარში სასტიკად გაუფასურდება.   

26 ოქტომბერს შევცვალოთ ეს ხელისუფლება!" - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×