რეზონანსი
16.10.2024

Air India-ს თვითმფრინავი, რომელიც ჩიკაგოში მიფრინავდა, მოულოდნელად კანადაში, არქტიკულ ქალაქ იკალუიტში ავარიულად დაეშვა. მიზეზი ბორტზე ბომბის არსებობის ცრუ შეტყობინება გახდა. ინფორმაციას guardian-ი ავრცელებს.

კანადის სამეფო ცხენოსან პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავზე მყოფი 211 პირი იკალუიტის აეროპორტში, არქტიკული წრიდან დაახლოებით 300 კმ-ში დაეშვნენ. თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის ცრუ შეტყობინება კომპანიაში ინდოეთიდან შევიდა, რომელიც შემდეგ თვითმფრინავის კაპიტანს შეატყობინეს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ავარიული დაშვება უსაფრთხოების დადგენილი პროტოკოლების შესაბამისად განხორციელდა. კომპანიის განმარტებით, ისინი მგზავრებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მიაღწევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×