რეზონანსი
16.10.2024

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანა წითლიძე ტყუილს უწოდებს.

„მეგობრებო, არსად არ დასტურდება ინფორმაცია ზუგდიდში სცენიდან გადმოვარდნილი ბიჭის შესახებ. არც საავადმყოფოებში, არც თვითმხილველებში. წარმოუდგენელია ასეთი ინფორმაცია დაიმალოს და ტყუილი რა საჭიროა, ვერ ვხვდები. იქნებ, ჯერ გაარკვიოთ და მერე წეროთ", - წერს წითლიძე Facebook-ზე.

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი მუმლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას, ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების" პრესსამსახურმა.

„მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში „ნაცმოძრაობის" ლიდერის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია" - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×