რეზონანსი
16.10.2024

უეფა-ს ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების საქციელის გამო დასაჯა.

„ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ფეხბურთის ფედერაცია 41 250 ევროთი დააჯარიმა ალბანელი გულშემატკივრების მიერ უკრაინა - ალბანეთისა (2024 წლის 7 სექტემბერი) და ალბანეთი - საქართველოს (2024 წლის 10 სექტემბერი) მატჩებში მომხდარი ინციდენტების გამო", - ვკითხულობთ უეფა-ს განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულ გუნდთან ტირანაში გამართული შეხვედრის დროს ალბანელმა გულშემატკივრებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან მისასვლელი კიბე გადაკეტეს, რისთვისაც ფედერაცია 18 000 ევროთი დაჯარიმდა.

ამას გარდა, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 4 750 ევროს ქართველების მხარეს ტრიბუნებიდან საგნების სროლისთვის გადაიხდის, ხოლო 12 500 ევროს - საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×