რეზონანსი
16.10.2024

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.39 მილიონი დოლარი და 767.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით, ანუ 3.0 მილიონი დოლარით ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე ერთ მილიონ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 49.60 მილიონი დოლარი იტალიიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა აშშ-ი 49.03 მილიონი დოლარით, მესამე ადგილს 35.82 მილიონი დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია 25.52 მილიონი დოლარით, მეხუთე ადგილზე კი - საბერძნეთი 24.72 მილიონი დოლარით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×