რეზონანსი
15.10.2024

"თუ დანის პირზე სწორად არ გავიარეთ, მშვიდობას ომი და ნგრევა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმას კი ბომბების წვიმა და ტყვიების ზუზუნი ჩაანაცვლებს" - ბიძინა ივანიშვილი

"არ გვექ­ნე­ბო­და არა­ნა­ი­რი ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი, რომ არა უწყვე­ტი მშვი­დო­ბა, რო­მელ­საც დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. ასე­ვე არ გვექ­ნე­ბო­და არა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი, რომ არა თქვე­ნი ურ­ყე­ვი და მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა, რომ არა ნდო­ბა, რო­მელ­საც ჩვე­ნი გუნ­დი უპი­რო­ბოდ ამარ­თლებს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ზუგ­დიდ­ში, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გას­ვლით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ქვეყ­ნის მიღ­წე­ვე­ბი და სა­მო­მავ­ლო, უაღ­რე­სად სა­ი­მე­დო პროგ­ნო­ზე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გუნ­დის და­უ­ღა­ლა­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია.

მი­სი­ვე თქმით, თუ "ოთხ ფლან­გად გაშ­ლილ­მა რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ რო­გორ­მე მო­ა­ხერ­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა", წლე­ბის ნა­შე­ნე­ბი ქვე­ყა­ნა, ყვე­ლა რე­ი­ტინ­გი და ყვე­ლა პროგ­ნო­ზი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გაქ­რე­ბა.

"12 წლის მან­ძილ­ზე, არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუდ­მი­ვად ვა­უმ­ჯო­ბე­სებ­დით მარ­თვის მე­თო­დებს, გვყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მთე­ლი არ­მია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რე­ბი, სამ­შობ­ლოს და ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლი ლი­დე­რე­ბი... კონ­კრე­ტუ­ლად ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უზ­რუნ­ველ­ყვეს სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი. ქვეყ­ნის მარ­თვის თით­ქმის უშეც­დო­მო და სწორ­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა გაგ­ვიყ­ვა­ნა შე­დე­გებ­ზე, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე სა­კუ­თარ თავ­ზე გრძნობს. ჩვენ არ და­ვუშ­ვით, არა­ვის ვა­პა­ტი­ეთ ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცი­ის, ნე­პო­ტიზ­მი­სა და პი­როვ­ნუ­ლი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის იო­ტი­სო­დე­ნა ფაქ­ტე­ბი, რა­მაც, რო­გორც ხე­დავთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­დან 12 წლის თავ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­ი­ღო და ამ შე­დე­გებს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­რე­ი­ტინ­გო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ. ამ სა­ი­მე­დო მო­ცე­მუ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად - უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ თუ ოთხ ფლან­გად გაშ­ლილ­მა რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ რო­გორ­მე მო­ა­ხერ­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, წლე­ბის ნა­შე­ნე­ბი ქვე­ყა­ნა, ყვე­ლა რე­ი­ტინ­გი და ყვე­ლა პროგ­ნო­ზი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გაქ­რე­ბა. თუ და­ნის პირ­ზე სწო­რად არ გა­ვი­ა­რეთ, მშვი­დო­ბას ომი და ნგრე­ვა, ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კის ხმას კი ბომ­ბე­ბის წვი­მა და ტყვი­ე­ბის ზუ­ზუ­ნი ჩა­ა­ნაც­ვლებს", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×