რეზონანსი
15.10.2024

ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არ არის. ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ზეწოლა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინონ. ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ", - განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გართულებები ხალხებს შორის კავშირების განვითარებას ხელს არ უშლის.

„საქართველო ჩვენი მეზობელია. თქვენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა გართულება იცით, რაც ამავდროულად, ორი ქვეყნის საზოგადოებებსა და ხალხებს შორის ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას ხელს არ უშლის. ხალხი საქართველოსა და რუსეთში მოგზაურობას აგრძელებს", - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×