რეზონანსი
14.10.2024

თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოხსენიების შემდეგ, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი პლატფორმა "X"-ზე განცხადებას ავრცელებს. 

"დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა", -  წერს გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, 14 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" წევრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს თავს ესხმოდნენ და მათ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ.

დედაქალაქის მერმა გერმანელ მინისტრს “კუბიულიუსს კაბაში“ უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს.

კალაძის მტკიცებით, ის, რასაც ევროპელი პარტნიორები აკეთებენ და “კადრულობენ“, საბჭოთა კავშირისგან არაფრით განსხვავდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×