რეზონანსი
14.10.2024

საჯარო სკოლებში მოსწავლეებს მშობლების პირად ინფორმაციას სთხოვენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ბლანკის ნიმუშს, სადაც კონკრეტული ინფორმაციაა მოთხოვნილი.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს პერსონალური მონაცემების დარღვევაა და მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა დაუშვებელია. ამასთან, პრეზიდენტი იმ სკოლების იდენტიფიცირებას ითხოვს, სადაც მოსწავლეებს მსგავსი ინფორმაციის წარდგენას სთხოვენ. 

"სკოლებში ასეთ მონაცემებს რომ სთხოვენ ბავშვებს, ეს პირადი მონაცემების დარღვევაა! არ უნდა გასცეს ბავშვმა მშობლების პირადი ნომერი!  სააინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიკაცია!" - წერს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×