რეზონანსი
13.10.2024

შუქრუთის აქციის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს, - დღეს შემდგარ შეთანხმებაზე აქციის ორგანიზატორმა ჯანიკო ლაბაძემ „იმედის კვირასთან" ისაუბრა.

„დღეს შედგა შეხვედრა სახელმწიფოს წარმომადგენელს, მოსახლეობასა და კომპანიის წარმომადგენელს შორის. შევთანხმდით, რომ გადავიდოდით სამუშაო რეჟიმზე, გავცვალეთ ინფორმაციები, შიმშილობის პროცესი შეწყდა, მაგრამ გრძელდება აქცია. რამდენიმე დღეში შევხვდებით ისევ და საქმიან გარემოში გავცვლით ინფორმაციებს", - განაცხადა ჯანიკო ლაბაძემ.

აქციის მონაწილეებს დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი შეხვდა. როგორც მან „იმედინიუსს" განუცხადა, შიმშილობის აქცია შეწყდა და მხარეები სამუშაო ფორმატზე გადავიდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×