რეზონანსი
13.10.2024

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თამარ კორძაია, ეთანხმება ევროპარლამენტის რეზოლუციის ყველა პუნქტს, მათ შორის, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რომლის შედეგადაც, საქართველოს ეკონომიკა 14.5 მილიარდი ლარით შემცირდებოდა, პურისა და ფქვილის ფასი 19%-ით გაიზრდებოდა, მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-იანი ზრდის ნაცვლად კი ქვეყანა 11%-იან ვარდნას მიიღებდა.

აღნიშნულის შესახებ, კორძაიამ რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა პუნქტი ასახავს საქართველოში არსებულ უმძიმეს ვითარებას. მისივე თქმით, რეზოლუციით დასტურდება, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, მათ შორის ნომერი პირველი კი მიხეილ სააკაშვილია.

„ყველა მიმართულებით ვიზიარებთ რეზოლუციას. ყველა პუნქტი ასახავს სრულად იმ უმძიმეს ვითარებას საქართველოში, რაც ანადგურებს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და რაც ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი არის ნომერი პირველი პოლიტიკური პატიმარი“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×