რეზონანსი
12.10.2024

კოალიცია "ძლიერო საქართველოს" ლიდერები საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. პოლიტიკოსებმა დღეს ცხოველთა უფლებადამცველებს წარუდგინეს გეგმა, თუ როგორ წარმოუდგენია   მიუსაფარი ცხოველების დაცვა. პოლიტიკურ კოალიციაში მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზეა დასარეგულირებელი. 

"ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას და ძალიან ეფექტურად შეუწყობდა ხელს ამ პრობლემის მოგვარებას, ცხოველების, როგორც პატრონიანი, ისე მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიცირება და აღრიცხვა, ასევე ცხოველების უკონტროლო გამრავლების ერთგვარი მონიტორინგი და მართვა, ამავდროულად, ცხოველების მიტოვების კუთხით პრევენციული ნაბიჯების გადადგმა კანონდებლობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი და უნდა არსებობდეს ამის აღსრულების მექანიზმები", - აცხადებს დეა მეტრეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×