რეზონანსი
12.10.2024

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვს იმ მიგრანტებისთვის, ვინც აშშ-ის მოქალაქეს ან სამართალდამცავს მოკლავს.

ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა კოლორადოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას ჩაატარებს და საზღვარს ჩაკეტავს, რათა მიგრანტებმა ქვეყანაში არალეგალური გზით შესვლა ვეღარ შეძლონ.

„და თუ ისინი კვლავ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდებიან, მათ ვეტყვით, რომ ეს იქნება ავტომატური ათწლიანი პატიმრობა ვადამდელი გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. მე გამოვდივარ მოწოდებით ნებისმიერი მიგრანტის სიკვდილით დასჯისკენ, რომელიც მოკლავს შეერთებული შტატების მოქალაქეს ან სამართალდამცავს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×