რეზონანსი
11.10.2024

პოზნანში ჩასულ ქომაგებთან ერთად, ჯვაროსნებს ათასობით ადამიანი გულშემატკივრობს რესპუბლიკის მოედანზე, მილიონობით ადამიანი კი ტელეეკრანებთან. თბილის ცენტრში დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი კი მოუთმენლად ელოდება თავისი საყვარელი გუნდის გამოსვლას მოედანზე.

ქომაგებმა რესპუბლიკის მოედანზე მისვლა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს, თბილის ცენტრში სპეციალურად გულშემატკივრისთვის მოწყობილია საკვები ობიექტები, თამაშის დაწყებამდე კი მათ ჰიპ ჰოპ არტისტები ართობდნენ. სცენაზე გამოჩნდა ცნობილი საფეხბურთო მუსიკალური ჰიტის ჩვენ აქ ვართ შემსრულებელი ტაჰაც, რომელმაც კომპოზიცია ქომაგებისთვის შეასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×