რეზონანსი
11.10.2024

მონტენეგროს სურს ევროკავშირში გაწევრიანება წელში გამართულს და არა მუხლებზე დაჩოქილს ან ხოხვით, - ამის შესახებ მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრია მანდიჩმა განაცხადა.

მანდიჩის თქმით, სურთ, რომ ევროპული ერების საზოგადოებაში თანაბარი ფაქტორი იყვნენ.

„ჩვენ მივეკუთვნებით ევროპული ერების ოჯახს და მკაფიოდ გავაჟღარე გზავნილი, რომელიც მქონდა რომშიც, რომ მონტენეგროს სურს ევროკავშირში გაწევრიანება წელში გამართულს და არა მუხლებზე დაჩოქილს ან ხოხვით, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს, ისევე როგორც ფინელები იცავენ საკუთარ ღირებულებებს. ჩვენ გვსურს, რომ ევროპული ერების საზოგადოებაში თანაბარი ფაქტორი ვიყოთ, რადგან ჩვენ ვართ ევროპა", - განაცხადა ანდრია მანდიჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×