რეზონანსი
10.10.2024

ქვეყნის წინსვლაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვცა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ, რომლისთვისაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო,- განაცხადა „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა დაიცვას მშვიდობა და შექმნას საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი.

„26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის და შევქმნათ საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი. 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი ჩვენი თვეა! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება" და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო! ღმერთი იყოს ამ ლამაზი ქალაქის, ულამაზესი აჭარის და სრულიად საქართველოს მფარველი!", - მიმართა ირაკლი კობახიძემ ბათუმში შეკრებილ მოსახლეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×