რეზონანსი
10.10.2024

რაფაელ ნადალმა პროფესიული საჩოგბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„ცხოვრებაში ყველაფერს დასაწყისი და დასასრული აქვს და ვფიქრობ, რომ ახლა კარიერის დასასრულებლად შესაფერისი დროა, რომელიც იმაზე ბევრად ხანგრძლივი და წარმატებული იყო, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი“, - წერს ესპანელი ჩოგბურთელი სოციალურ ქსელში.

23 წლიანი კარიერის განმავლობაში რაფაელ ნადალმა „დიდი სლემის“ 22 ტურნირი მოიგო, მათ შორის საფრანგეთის 14 ღია პირველობა, ამერიკის 4 ღია პირველობა, 2 „უიმბლდონი“ და ავსტრალიის 2 ღია პირველობა. ასევე, რაფაელ ნადალი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

38 წლის ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელის თქმით, „დევისის თასი“ მისი ბოლო ტურნირი იქნება, რომელიც მალაგაში 19-24 ნოემბერს ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×