რეზონანსი
10.10.2024

სროლა თემქაზე - ცოტა ხნის წინ, პოლიციამ გადამოწმების მიზნით  მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა. ამის შემდეგ ის მეორე მანქანას შეეჯახა, საკუთარი ავტომობილიდან გადმოვიდა და გაქცევას შეეცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლა განახორციელეს. 

ინფორმაციას თემქაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ "ფორმულა" ავრცელებს. არსებული ცნობით, მძღოლი პოლიციამ დააკავა. შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. დაუდასტურებელი ცნობებით კი საქმე სავარაუდო ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×