რეზონანსი
10.10.2024

აბაშის ცენტრში, გუშინ ღამით, ბანკი გაქურდეს. როგორც ირკვევა, თავდამსხმელებმა ბანკში შესვლა წინა კარიდან შეძლეს.

მძარცველებმა "კრისტალ ბანკის" ინვენტარი დაამტვრიეს, მათ შორის ტელევიზორი და კომპიუტერები. საცავი, რომლის გახსნასაც შემდუღებელი აპარატით (ე.წ. სვარკით) ცდილობდნენ, ვერ გახსნეს. გამომძიებლები არკვევენ არის თუ არა სალაროდან თანხა წაღებული. 

ამ დროისთვის, მიმდინარეობს გამოძიება. ბანკის თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×