რეზონანსი
09.10.2024

ბელარუსის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ მას სურს „დსთ-ს ოჯახის“  წინა შემადგენლობით აღდგენა და ამ კონტექსტში მან საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა:

"ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, მოლდოვა აღადგენს სრულ მონაწილეობას, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაშიც ჩვენ მოგვიწევს მონაწილეობა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, - თქვა ლუკაშენკომ.

საქართველომ დსთ-ს დატოვების გადაწყვეტილება 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო.  წევრობა კი ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს შეწყდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×