რეზონანსი
09.10.2024

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ბულგარელმა ევროპარლამენტარმა, პეტარ ვოლგინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და აშშ სანქციებით ემუქრებიან საქართველოს, რადგან საქართველოს მთავრობა უარს ამბობს, იყოს ბრიუსელისა და ვაშინგტონის მარიონეტი.

"საქართველომ დაიცვა საკუთარი ინტერესები და არა უცხოური ძალის ინტერესები. საქართველომ მნიშვნელოვანი კანონები მიიღო, როგორიცაა უცხოური აგენტების შესახებ კანონი და კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ", - აღნიშნა პეტარ ვოლგინმა.

ბულგარელი ევროპარლამენტარის თქმით, დამტკიცებულია, რომ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

"ეს სტრუქტურები მხარს უჭერენ ამერიკისა და გლობალისტების დოქტრინას, ისინი ძირს უთხრიან ეროვნულ სახელმწიფოს. მათ სურთ, საქართველო კიდევ ერთ ევროატლანტიკურ მარიონეტად და კოლონიად აქციონ", - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×