რეზონანსი
08.10.2024

ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება" ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება" - 59.5%„ნაციონალურ მოძრაობას" გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს - 13.6%გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას - 10.3%ხაზარაძის გაერთიანებას - 4.5%გიორგი გახარია პარტიას - 3.8%იაგო ხვიჩიას „გირჩს" - 2.7%პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს - 2.5%სხვა პარტიები - 3 .1%ამ მონაცემებით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს. ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით „გორბიმ" საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×