რეზონანსი
08.10.2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა - შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ გელათთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 60 წლის მამაკაცი, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. მძიმედაა დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა ლაგოდეხის საავადმყოფოში მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც მომხდარ ფაქტს სწავლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×