რეზონანსი
08.10.2024

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა მოქალაქეებს 15 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, თუ ამომრჩეველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ ახერხებს, მას შეუძლია მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, ან დარეკოს ნომერზე – 2 51 00 51 და მოითხოვოს გადასატანი ყუთი.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება კენჭისყრის დღის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე.

ცესკო ცნობით, წელს არჩევნებზე მარკირება იმ ამომრჩევლებსაც გაუკეთდებათ, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×