რეზონანსი
08.10.2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითებს შეეჯახა. დაშავდა ორი ქალი, რომლებიც მარტვილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პროფილაქტიკის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს მესამე ქალიც, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები არ აქვს.

ძლიერი წვიმის და სველი გზის საფარის გამო, სავარაუდოდ მანქანა მოცურდა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×