რეზონანსი
08.10.2024

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ანა დოლიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე არ დასწრება არის მინიშნება იმის, რომ ამ პარტიის გამარჯვებისა და ხელისუფლებაში დარჩენის რწმენა არ არსებობს.

„ასლან აბაშიძის აღორძინებას უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ვისაც ახსოვს ასლან აბაშიძის „აღორძინება“ რა მდგომარეობაში იყო, ის დამეთანხმება. ეს საარჩევნო პროგრამა დასტურია იმის, რომ „ქართული ოცნების“ ამბავი დამთავრებულია. არც კომპეტენცია არაა, არც ნება და არც ენერგია არაა. დგანან და სძინავთ, სულს ღაფავენ და მგონი, მართლა ფიქრობენ 27 ოქტომბერს როგორმე სახლში დარჩნენ. მე ვფიქრობ, რომ როგორც 1-ელი ოქტომბრის არ აღნიშვნა, ასევე [ბიძინა ივანიშვილის] საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე არ დასწრება არის მინიშნება იმის, რომ ამ პარტიის გამარჯვებისა და ხელისუფლებაში დარჩენის რწმენა არ არსებობს. არავითარი ენერგია, მუხტი და შინაარსი ამ პროგრამაში არ იყო“, - განაცხადა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×