რეზონანსი
06.10.2024

ქვეყნის მომავლის მშენებლობის საქმეში ემიგრაციის როლზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, რომელიც სალონიკიში ემიგრანტებს შეხვდა.

სოზარ სუბარის თქმით, ემიგრანტები განსაკუთრებულად გრძნობენ სამშობლოს განსაცდელს.

„დღეს საქართველოს გადის ბეწვის ხიდზე - შევინარჩუნებთ მშვიდობას, თუ არა. ამაზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა საქართველო და ეს კარგად აქვს გასიგრძეგანებული ყველა ემიგრანტს. განსაკუთრებით ემიგრანტებს, რომლებიც მოწყვეტილები არიან სამშობლოს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ოფისი გააგრძელებს ფუნქციონირებას მას შემდეგაც, რაც არჩევნები ჩაივლის და ეს იქნება ერთგვარი ხიდი სამშობლოსა და სამშობლოს დროებით მოწყვეტილ ადამიანებს შორის," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×