რეზონანსი
06.10.2024

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ გზავნილებს „იმედის კვირასთან" გამოეხმაურა.

„იცით, რომ ელექტრონული მთვლელების პირობებში სპეკულაციაც კი შეუძლებელია რაიმე მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი კამპანიაა აწყობილი ორგანიზაციებისგან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, როგორ ავიცილოთ გაყალბება და ასე შემდეგ. იქნება იმის გარკვეული აღქმა და პრეზუმფცია, თითქოს, აუცილებლად ვიღაცამ, რაღაც უნდა გააყალბოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×