რეზონანსი
06.10.2024

„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებებს აფასებს

როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

„წარმოუდგენელია, თბილისობის დღესასწაულზე პოლიტიკაზე საუბარი მიწევს. მისი მხრიდან წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ვინც უნდა ის წარმოადგინოს, ეს კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს", - აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.

ამასთან, პრეზიდენტმა „ტვ პირველის" ეთერში მთავრობის დაკომპლექტებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას თემას აქტიურად განიხილავს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×