რეზონანსი
06.10.2024

პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100 პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, "ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა" აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს".

„პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100-იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის "ვსესაიუზნი" ჯილდოზე არიან წარდგენილნი.

წინ, მართალო ამხანაგებო !

P.s ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი "ხუთოსნები", - წერს მინისტრი Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×