რეზონანსი
06.10.2024

ევროპარლამენტარი დანილო დელა ველე საქართველოს შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ არც ერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში.

„ამჟამად ევროპაში დიდი პრობლემა გვაქვს, რადგან ომია. ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს კარგი პროცესი, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს. ვფიქრობთ, ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის მშვიდობა და დიპლომატია. იმედი გვაქვს, თქვენ [საქართველო] წაახალისებს ყველა აქტორს, რომ იმუშაონ მშვიდობისთვის. იქნებ საქართველოს თავადაც ჰქონდეს როლი ამ პროცესში, რადგან საქართველომ კარგად იცის რას ნიშნავს ომი რუსეთთან. არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. არც რუსეთი, არც ევროკავშირი და არც აშშ-ი არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის არჩევნებში“, - აღნიშნა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში ევროპარლამენტარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×