რეზონანსი
05.10.2024

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში დდაუფარავად განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, სანამ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება.

„ჩემს აზრს არ ვიცვლი, თუმცა ვხედავ, რომ პრეზიდენტი დუდა სხვას ფიქრობს. უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ჩემი თანხმობა არ იქნება, თუ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება“, - განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი „გლეხთა პარტია“ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი იქნება იქამდე, სანამ ტრაგედიის მსხვერპლის ექსჰუმაცია არ მოხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა წევრი სახელმწიფოები თანხმობას განაცხადებენ.

მისივე თქმით, „ანტიუკრაინული განწყობა გაიზრდება, თუ ხელისუფლება ვოლინის ტრაგედიის საკითხს არ მოაგვარებს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×