რეზონანსი
03.10.2024

კახა კალაძის თქმით საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს და არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სანქციები დაადონ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დემოკრატიულობისა და ევროპელობის ლოგიკას თავადვე ეწინააღმდეგებიან მათ წინააღმდეგ გაჟღერებული აბსურდული განცხადებებით.

"იმაზე დიდი სანქცია რა არის, ადამიანს ყველანაირი სასამართლო მოგებული აქვს და პოლიტიკური მოტივით ექცევიან უსამართლოდ - არ უბრუნებენ მის თანხებს.

მცდელობა აქვთ, რომ ხალხი დაზაფრონ. მე ხალხს მინდა, ვუთხრა, არანაირი პრობლემა არ არის, თუ დაგვასანქცირებენ. ჯერ წარმოუდგენელია, რატომ უნდა დაგვასანქცირონ? რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ან რა გააკეთა, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ, წარმოუდგენელია. ვაკეთებთ ორად ორ რამეს - ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი და არ შევუერთდით სანქციებს და ამის გამო თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ მოგვექცეს უსამართლოდ და დაგვსაჯოს, კი ბატონო.

ზოგადად, დემოკრატიულობისა და ევროპელობის ლოგიკას თავადვე ეწინააღმდეგებიან ამ აბსურდული განცხადებებით, თორემ როგორ შეიძლება ანტიდემოკრატიული იყოს გამჭვირვალობის კანონი", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×