რეზონანსი
03.10.2024

ტაივანში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ტაივანის სახანძრო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხანძარი პინტუნგის ოლქში მდებარე საავადმყოფოში გაჩნდა, სადაც ადგილობრივები ტაიფუნ „კრატონს" ებრძვიან.

ჯარისკაცებმა მეხანძრეებთან და ექიმებთან ერთად 176 პაციენტის ევაკუაცია განახორციელეს და ისინი თავშესაფრებში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×