რეზონანსი
02.10.2024

რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ერთად ვიდგებით. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

ნეთანიაჰუმ ლიბანში ისრაელის გარდაცვლილი რვა სამხედრო მოსამსახურის ოჯახებს მიუსამძიმრა.

"რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს. ეს არ მოხდება - რადგან ერთად ვიდგებით, და ღმერთის წყალობით - ერთად გავიმარჯვებთ.

სამხრეთში ჩვენს გატაცებულ პირებს დავაბრუნებთ, ჩვენს მაცხოვრებლებს დავაბრუნებთ ჩრდილოეთში, გარანტირებულს გავხდით ისრაელის მარადისობის," - წერს ნეთანიაჰუ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×