რეზონანსი
02.10.2024

იაფაში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა" აიღო. ამის შესახებ განცხადებას თავად ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს.

მათი განცხადებით, ტერორისტები, რომლებმაც გუშინდელი თავდასხმა განახორციელეს, ჰებრონის მაცხოვრებლები მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, "ჰამასის" წევრები იყვნენ.

ცნობისთვის, ქალაქ იაფაში გუნშინდელ ტერორისტულ თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 16 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან - საქართველოს მოქალაქე ილია ნოზაძე, ასევე, რევიტალ ბრონშტეინი, შაჰარ გოლდმანი, ინბარ სეგევ ვიგდერი, ნადია სოკოლენკო და იონას ქროსისი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×