რეზონანსი
02.10.2024

არსებული ინფორმაციით, სამხატვრო აკადემიის აივნიდან გოგო გადავარდა და დაიღუპა. როგორც თვითმხილველი "პალიტრავიდეოს" უყვება, აკადემიაში "ველქამ ფართი" მიმდინარეობდა.

"საშინელი ტრაგედია მოხდა სამხატვრო აკადემიაში რამდენიმე საათის წინ...

ეზოში ისხდნენ და უცებ ატყდა ამბავი. გოგონა მე-2 სართულის აივნიდან გადავარდნილა. სასწარფო 5 წუთში მისულა, ცოცხალი იყო, თუმცა კლინიკაში მისვლამდე გარდაიცვალა," - უყვება წყარო palitravideo-ს.

როგორც "პალიტრავიდეოს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×