რეზონანსი
01.10.2024

იუსტიციის სამინისტროს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში" ხუთი ორგანიზაცია გამოჩნდა.

ეს ორგანიზაციებია:

საქართველოს უკრაინელთა ახალგაზრდული ორგანიზაცია - სვიტანოკი;

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი;

ქუთაისის მოზარდთა სახლი;

ქრისტიანთა კავშირი;

ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური დოკუმენტებიც უნდა წარედგინათ, ამ რეესტრში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალია და მათი დამფუძნებლების მოძებნაა შესაძლებელი.

იუსტიციის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" რადიო „თავისუფლებას" უთხრეს, რომ ამ ორგანიზაციების მიწოდებული ინფორმაცია ვებსაიტზე ეტაპობრივად გამოჩნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×