რეზონანსი
30.09.2024

გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და გაკეთებული განცხადებების ფონზე, საქართველოში დაგეგმილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა დამკვირვებლების გარეშე ჩაიაროს.

გიგი უგულავამ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა, რომლითაც სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არ შეაჩერა, და ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებზე განხორციელებულ თავდასხმად შეაფასა.

მეტიც, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ივანიშვილის ხელისუფლება ადგილობრივი დამკვირვებლების დემონიზაციას ეწევა.

ბიძინა ივანიშვილმა მიიღო რუსული კანონი, რომლითაც დაარტყა არასამთავრობო ორგანიზაციებს. აქ იგულისხმება მედიაც, რადგან მედიის გარეშე დამკვირვებლებს არანაირი ფუნქცია არ ექნებოდა. შემდეგ გამოვიდა და დასავლეთს დააბრალა სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია. ეს ყველაფერი დააბრალა არა რუსეთს, არამედ დასავლეთს, იმ ქვეყნებს, რომლებიც არჩევნებს აბსოლუტურად უანგაროდ და ობიექტურად აძლევდნენ ლეგიტიმაციას. იმ პირობებში, როდესაც დანგრეულია, მორღვეულია საერთაშორისო ლეგიტიმაციის ნაწილი, კი დამკვირვებლები იქნებიან, მაგრამ შეიძლება დამკვირვებლების დიდი ნაწილი არ შემოუშვან. ადგილობრივი დამკვირვებლების დემონიზაცია ხდება და მთლიანად საარჩევნო სადამკვირვებლო ფუნქციიდან ჩამოშორება. ჩვენ შეიძლება მივიდეთ იმ კონდიციამდე, რომ არჩევნებს დამკვირვებელი არ ჰყავდეს", - ამბობს გიგი უგულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×